თეა წულუკიანი

კახიძე წულუკიანზე: ალბათ, ყველაზე უარესი იუსტიციის მინისტრია ვინც კი გვყოლია

ის არის ნახევრად კრიმინალური მენტალობის ადამიანი, რომელსაც იურიდიული განათლება არ აქვს უმაღლესი. ასეთი ადამიანი ზოგადად პოლიტიკური კლიმატისთვისაც ცუდია. დარწმუნებული ვარ, მის კოლეგებსაც, მთავრობის წევრებსაც არ სიამოვნებთ მასთან ურთიერთობა, არც მის თანამშრომლებს. ზოგადად, საკმაოდ პრობლემატური ფიგურაა. ალბათ ყველაზე უარესი იუსტიციის მინისტრია ვინც კი გვყოლია თანამედროვე საქართველოს უახლეს ისტორიაში. 

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომას. თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს. იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს. მისივე თქმით, ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიაში მას მყარი პოზიცია გააჩნია, აღნიშნული თემა კი მნიშვნელოვანია და მასშტაბური ხასიათი აქვს.

კომენტარები