თეა წულუკიანი

ბესელია: წულუკიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მთავრობის შემადგენლობაში

მე ვერ გეტყვით რა ხდება, თეა წულუკიანი არის ძალიან გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრობის შემადგენლობაში. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირადად დავინახო ის პროცესი რამაც გამოიწვია ასეთი შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება. მე არ ვიცი დეტალები, ამიტომ ვერ გავაკეთებ კონკრეტულად რაიმე კომენტარს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ინსტიტუციურად არ დააზიანებს ეს პროცესი იმ გზას და იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიისთვის ნამდვილად სჭირდება. 

ასე ეხმაურება დეპუტატი ეკა ბესელია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომას. თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს. იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს. მისივე თქმით, ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიაში მას მყარი პოზიცია გააჩნია, აღნიშნული თემა კი მნიშვნელოვანია და მასშტაბური ხასიათი აქვს.

კომენტარები