თეა წულუკიანი

კობახიძე: წულუკიანი ჩვენი გუნდის ღირებული წევრია და ჩვენი ვალია მას მოვუსმინოთ

თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ძალიან ღირებული წევრი. ის არის მინისტრი 2012 წლიდან. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენი ვალია მას მოვუსმინოთ და ასეთ პროცესში წარიმართება პროცესი. იქნება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კომუნიკაცია მინისტრსა და პრემიერმინისტრს შორის. იმიტომ რომ ეს არის არსებითად, პრემიერმინისტრის გადასაწყვეტი საკითხი და ამის შემდეგ, გვექნება ჩვენ საუბარი უფრო ფართო ჭრილში. თუ გაირკვა რომ რაიმე რეორგანიზაცია არის საჭირო დამატებით მთავრობაში, ამაზე ვიმსჯელებთ მთავრობა და პარლამენტი. 

ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომას. თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს. იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს. მისივე თქმით, ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიაში მას მყარი პოზიცია გააჩნია, აღნიშნული თემა კი მნიშვნელოვანია და მასშტაბური ხასიათი აქვს.

კომენტარები