თეა წულუკიანი

წულუკიანი: თუ ჩემი პოზიცია არ იქნა გაზიარებული, ჩემს ადგილს მხოლოდ კაკულიების გუნდში ვხედავ

თუკი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში და მას ჰქვია კაკულიების გუნდი, ეს არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი. რაც შეეხება პოლიტიკურ ადგილს, ჩემი პოლიტიკური ადგილი არის და ყოველთვის იქნება ქართულ ოცნებასთან, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო. თუ არც ერთ პოზიციაზე არ ვიქნები, ისევ ვიქნები "ქართული ოცნების" ამომრჩეველი და როგორც აქამდე ვიბრძოდი, მომავალშიც ვიბრძოლებ, იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" იყოს გამარჯვებული და არ დაბრუნდეს ის უბედურება, რომელსაც ჩვენ ერთად ვებრძოდით

იუსტიციის მინისტრმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

კომენტარები