პრემიერი: TBC ბანკის საქმეს ანაკლიის პორტთან არანაირი კავშირი არ აქვს

ძალიან ცუდ ფაქტთან გვაქვს საქმე, რომ ვხედავთ მცდელობას, ის საქმე, რომელიც არის ძიებაში და კონკრეტულ ტრანზაქციას და მასში პიროვნებების მონაწილეობას ეხება, დაუკავშირონ ანაკლიის პორტს. ამას არანაირი კავშირი არ აქვს.

ანაკლიის პორტის იდეის განხორციელება რამდენიმე წლის წინ სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივით დაიწყო და ის გახლავთ ჩვენი ხედვის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ გვწამს, რომ მსგავსი პროექტების რეალიზაციის უკეთესი მოდელია კერძო სექტორის მეშვეობით მისი რეალიზაცია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით, მათ შორის ისეთი მხარდაჭერით, რაც გულისხმობს საერთო ინფრასტრუქტურის განვითარებას და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებაში მხარდაჭერას

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომამდე დაწყებულ ბრიფინგზე.

კომენტარები