საქართველოს სამეფო სახლი

ადვოკატი: ეჭვების გასაფანტად გვჭირდება 2 მეფის ცხედრის ექსჰუმაცია, ამაზე ვერ წავალთ

სასამართლოში ჩვენი მოთხოვნაა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენება. რეალურად, იმ ეჭვების გასაფანტად, რაც ჩნდება, გვჭირდება სვეტიცხოვლიდან ორი ცხედრის ექსჰუმაცია და ბუნებრივია, ამ ჭორების გასაფანტად ამხელა რაღაცაზე ვერ წავალთ“

პირველი არხის ცნობით, თქვა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბაგრატიონთა ორი შტოს დავის განხილვა მიმდინარეობს. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ითხოვს, მის ყოფილ ქმარს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს "საქართველოს სამეფო სახლის" სახელის გამოყენება აეკრძალოს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ბაგრატიონ-მუხრანსკი თაღლითია და სამეფო ორდენებს ყიდის. დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის ადვოკატის თქმით კი, "სანდო წყაროსგან" აქვთ ინფორმაცია, რომ საპატრიარქოში ჩატარდა დნმ-ანალიზი, რითაც დადასტურდა, რომ "ნუგზარ ბაგრატიონი [ანა ბაგრატიონის მამა] ბაგრატიონი არ არის, ის არის სიხარულიძე".

კომენტარები