დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ნათელაშვილი წულუკიანზე: მას ქართული კულული რუსული კოსისგან ვერ გაურჩევია

ალბათ, ყურში მოხვდა ყველას ეს კოსა, როგორც ჩანს, მას ქართული კულული რუსული კოსისგან ვერ გაურჩევია. ასევე, მე გამახსენდა რომის პაპი შუასაუკუნეებში, ბალთაზარ კოსა, რომელიც ისტორიაში შევიდა ანტიპაპად, ასეთ ანტიმინისტრებად შევლენ წულუკიანები, გახარიები, ქუმსიშვილები, კვირიკაშვილები, ღარიბაშვილები, ანტიდეპუტატებად შევლენ მთელი ეს ბანდა, რომელიც მოჯდა პარლამენტში და ხალხის სისხლის წოვით ვერ გაძღა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი TV პირველის ეთერში, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ნათქვამზე, რომ ხელისუფლებასთან უთანხმოებაზე "თეთრი თმა რომ მექნება და გავიკეთებ დიდ კოსას, შეიძლება მერე ვისაუბრო".

კომენტარები