რუსული ოკუპაცია

პრეზიდენტი: ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგედია იმის გაგრძელებაა, რასაც ვერ შევეგუებით

ოკუპირებული გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით.

ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება. სუს-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გალში 1990 წელს დაბადებულმა ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. ის დე ფაქტო ხელისუფლების წარომადგენლებს ჰყავდათ დაკავებული.

კომენტარები