დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია: არაერთმა დეპუტატმა ნახა, როგორ მოჰყავდათ კობახიძე ჩემთან ბოდიშის მოსახდელად

როგორ შეხედავს პარლამენტის იმ წევრებს თვალებში, რომლებიც ესწრებოდნენ უმრავლესობის სხდომას და ნახეს, როგორ მოიხადა ბოდიში... იქ იყო უმრავლესობის ასამდე დეპუტატი და ყველას ახსოვს არამხოლოდ ის უხერხული მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ის ჩავარდა, არამედ ახსოვთ, როგორ მოჰყავდათ ბოდიშის მოსახდელად ჩემთან. მე არ მივიღე მისი ბოდიში და ვუთხარი, საჯაროდ, ყველას თანდასწრებით მოეხადა ბოდიში იმ უტაქტობისთვის, რაც ჩაიდინა.

იმის გამო, რომ თანამდებობა არ დაეტოვებინა, იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა არამხოლოდ ჩემთან, სხვებთანაც იმ უტაქტობის გამო, რაც არაერთხელ ჩაიდინა

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი ეკა ბესელია TV პირველის ეთერში.

კომენტარები