ბერძენიშვილი: ივანიშვილი ემზადებოდა ირაკლი ალასანიას დასაჭერად და ვერ დაიჭირა

ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, მე უნდა დავიჭირო ირაკლი ალასანიაო. ეს ყურმოკვრით კი არ მაქვს გაგონილი, მართლა აპირებდა მის დაჭერას კაბელების საქმეზე. მარტო მე კი არ ვიცი, უმრავლესობის სხდომაზე აქვს ნალაპარაკები და პოლიტსაბჭოს სხდომაზე. საჯარო განცხადებას ვაკეთებ - ივანიშვილი ემზადებოდა ირაკლი ალასანიას დასაჭერად და ვერ დაიჭირა, ვერ მოუძებნა.. უმრავლესობის სხდომაზე, 80-90 დეპუტატის თანდასწრებით, მხოლოდ რესპუბლიკელები ვეწინააღმდეგებოდით და ვამბობდით, სანამ არ არის სასამართლო ირაკლი და ეს ბიჭები უდანაშაულოები არიან და შემდეგ ასეც აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი კი ამბობდა, მე ვიცი ეს საქმე, ალასანია დასაჭერია, პროკურატურამაც კი არ იცის იმდენი დეტალი, რამდენიც მე ვიციო. მოკლედ ირაკლი ალასანია მან დანიშნა მტრად. ირაკლი ალასანიას მთავრობაში დასდევდა, ჩვენ პარლამენტში, მაგრამ ჩვენთან კორუფციული კარტი არ გამოვიდოდა, ამიტომ ჩვენთან მიმართებაში ჩართო პროპაგანდისტული ნიაღვარი 

ამის შესახებ პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსში" რესპუბლიკური პარტიის ერთერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა თქვა.
მოკლე ბმული: