ხუხაშვილი TBC-ის კიბერშეტევაზე: ბევრ ქვეყანაში ამ ტიპის შეტევები ტერორიზმს უთანაბრდება

TBC ბანკი არის სისტემური ბანკი ამ ქვეყანაში. ბევრ ქვეყანაში ბანკზე ამ ტიპის შეტევები ტერორიზმთან არის გათანაბრებული, ანუ ფაქტობრივად საქმე გვაქვს ტერორიზმის აქტთან ჯერჯერობით ბუნდოვანი მიზნებით.

თქვა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტვ. პირველის ეთერში. ცნობისთვის, ტვ. პირველის გადაცემაში "ღამის ამბები" გავრცელდა წერილები, რომლებიც, მათი ინფორმაციით, TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა. წერილები 2018 წლის ზაფხულში TBC ბანკზე განხორციელებულ კიბერშეტევას ეხება.

კომენტარები