საგარეო კომიტეტის სხდომა

ბოკერია ზალკალიანს: გიწერიათ, რომ ფოკუსირდებით კოსმოსის მილიტარიზაციაზე, ელჩზე რას აპირებთ?

დოკუმენტში ძალიან ვრცლად გიწერიათ საფრანგეთის მნიშვნელობაზე, მასთან ორმხრივ ურთიერთობაზე, შექმნილია სპეციალური დიალოგი... ხომ ვერ მეტყვით, ვინ არის საფრანგეთში საქართველოს ელჩი? ამ დოკუმენტში გიწერიათ, რომ ფოკუსირებას აპირებთ კოსმოსის აქტიურ მილიტარიზაციაზე და რვა თვეა საფრანგეთში ელჩს რომ ვერ ნიშნავთ, მანდ რას აპირებთ?! კოსმოსის მილიტარიზაციაზე რა პოზიცია გაქვთ - მონაწილეობის მიღებას აპირებთ კოსმოსის მილიტარიზაციაში თუ მილიტარიზაციის წინააღმდეგ?

ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, რომელმაც საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია წარადგინა.

კომენტარები