დავით მაღრაძე: ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება შინაარსისაგან დაიცალა

დღევანდელ ხელისუფლებასა და ძველ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ვიდრე ატარებდა შინაარსს, ამ შინაარსის გამო ბევრი რამ იყო გამართლებული. ჩვენი პოზიციაც, ჩვენი მხარდაჭერაც, ჩვენი დამოკიდებულებაც, ჩვენი მოტივაციაც. როდესაც ახალმა ხელისუფლებამ ზნეობრივი არჩევანი გააკეთა იმათ სასარგებლოს, რასაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით, ამის შემდეგ შინაარსი დაკარგა ჩემთვის ამ დაპირისპირებამ, ჩამოიცალა შინაარსისაგან ძველი ხელისუფლებისა და ახალი ხელისუფლების დაპირისპირება. ვეღარ ვხედავ მე იმ საფუძველს, მათ შორის შინაარსს, დაპირისპირების საფუძველს ვეღარ ვხედავ, ვინაიდან სამართლიანობა ჩამოიქცა... ის ძველი აღმოსავლური ტიპის დესპოტიის შექმნის მცდელობა ეყრდნობოდა სწორედ იმ ბურჯებს, სადაც დღევანდელი მოსამართლეების ძებნა დაიწყო ახალმა ხელისუფლებამ. ესენი იყვნენ უსამართლობის ბურჯები... ეს ხალხი ქმნიდა იმ სვეტს, რომელზეც ძველი ხელისუფლება აშენდებდა უსამართლო სახელმწიფოს. ზუსტად იმ სვეტზე გადაწყვიტა ახალმა ხელისუფლებამ ააშენოს ახალი სამართალი.

პოეტმა დავით მაღრაძემ TVპირველზე, გადაცემა "რეაქციაში" პოლიტიკური მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" აღდგენის შესახებ ისაუბრა.
მოკლე ბმული: