რუსული ოკუპაცია

ხულორდავა: ოკუპანტებს არ გადმოუკვეთავთ საოკუპაციო ხაზი, განგაშის საფუძველი არ არსებობს

განგაშისთვის საფუძველი არ არსებობს. ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან, ასევე იმ ინფორმაციით, რომელიც მიღებული გვაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან, ეს ინფორმაცია არ დასტურდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ გადმოუკვეთავთ საოკუპაციო ხაზი. ეს ინფორმაცია არ დასტურდება და ამ მხრივ განგაშის საფუძველი არ არსებობს. ჩვენი სამართალდამცავები ინფორმირებულები არიან, ასევე ჩართულები არიან საერთაშორისო პარტნიორები. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებიც ინფორმირებულები არიან. ყველამ შევიკავოთ თავი უპასუხისმგებლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან

პირველი არხის ცნობით, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ხურვალეთში მცხოვრების გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სოფელში რუსი ოკუპანტები მოსახლეობის ეზოებში შევიდნენ.

კომენტარები