რუსული ოკუპაცია

ხოშტარია ხურვალეთზე: ხელისუფლება უნდა გამოვიდეს და საზოგადოებას აუხსნას რა ხდება

პირველი, ახლა, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, უნდა გამოვიდეს და საზოგადოებას აუხსნას, რა ხდება. იმიტომ, რომ არც ზედმეტი პანიკა არ იყოს, ვიცოდეთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. მავთულხლართების გაბმასთან გვაქვს საქმე, თუ ადგილობრივი მოსახლეობა რა მდგომარეობაშია, საფრთხე ემუქრებათ, თუ არ ემუქრებათ. რუსეთს თუ არ დაუჯდა გარკვეული ფასი, დისკომფორტი ის ქმედებები, რასაც აკეთებს, ხან ადამიანს მოკვლა, წამება, ატაცება და ა.შ, ამას გააგრძელებს და რა მასშტაბით გააგრძელებს, არავინ იცის. იგივე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით დაწყებული, ასევე საგანგაშო გზავნილი საერთაშორისო სამეგობროს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი თავი დავიცვათ.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია. ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ფოტო და ინფორმაცია ადგილობრივმა მკვიდრმა, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა. მისი თქმით, რუსი სამხედროები მოსახლეების ეზოებში იყვნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა არ დაადასტურა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეგის თქმით კი, დიდ ხურვალეთში "ბორდერიზაციის" ახალი ნიშნები არ არის. მან Twitter-ზე დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურს ადგილზე ინციდენტები არ აღურიცხავს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ცნობით, დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ და მათ ტერიტორია უკვე დატოვეს.

კომენტარები