ქურდობა

მდინარაძე: არ იყო ცნობილი, რომ ეს თალაკვაძის ბინა იყო, ქურდისთვის მნიშვნელობა არ ექნებოდა

არგუმენტი, რომ თუ თალაკვაძის ბინა გაქურდეს, ჩვენ რაღა გვეშველება, შეიძლება, ნაწილობრივ გასაზიარებელი იყოს, მაგრამ საქმე გაიხსნა რამდენიმე საათში, ისევე როგორც სხვა უამრავი საქმე. როგორც ვიცი, საერთოდ არ იყო ცნობილი, ვისი ბინა იყო ეს. აქედან გამომდინარე, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, სავარაუდოდ, მისთვის მნიშვნელობა არ ექნებოდა, თალაკვაძის ბინა იქნებოდა თუ პავლიაშვილის.

საზოგადოებირივი მაუწყებლის ცნობით, ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვას. შეთხვევა 14 მარტს მოხდა.

კომენტარები