ვაშაძე სესიაშვილის კანონპროექტზე: უგუნური, ერთუჯრედიანი ხალხის მომზადებულია

ქართულ ოცნებაზეა ნათქვამი ფრაზა - უნდოდათ უკეთესად და გამოუვიდათ როგორც ყოველთვის. ის რომ ჯარს ყურადღება უნდა და ეს ე.წ ხელისუფლება ამ ჯარს ყურადღებას არ აქცევს და გაგვიმრავლდა ცრუ რელიგიები, რომლებიც ჯარისგან ათავისუფლებენ ადამიანებს გაუგებარი მიზეზების გამო, ვითომ მღვდელმსახურები არიან, რაც დაცინვაა ჩვენი სახელმწიფოსი, შეიარაღებული ძალების - ეს ყველას გვესმის, მაგრამ თვითონ კანონპროექტი არის უგუნური, ერთუჯრედიანი ხალხის მომზადებული. არ შეიძლება ამის ესე ჩამოყალიბება. ნორმალური, კეთილშობილური ვითომ მისწრაფება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ისევ სულელურ გადაწყვეტილებად. აუცილებელი არის, რომ ყველა მოქალაქემ მოიხადოს თავის ვალი სახელმწიფოს და შეიარაღებული ძალების წინაშე და მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ევროპული ქვეყანა , სადაც გაწვევითი არმია არის და სადაც ადამიანი ამბობს, რომ თავის რელიგიური მოსაზრებების გამო არ შეუძლია შეიარაღებულ ძალებში მსახური, ამაზე არის მარტივი პასუხი -გაიარე ალტერნატიული სამსახური, მაგრამ დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით ყოვლად მიუღებელია.

"ინტერპრესნიუსის" მიხედვით, ასე გამოეხმაურა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებლების გარდა, სხვა სასულიერო პირებს სამხედრო სამსახურის გადავადება აღარ შეეხებათ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები