სააკაშვილი: ოპოზიციურ გაერთიანებაში გადამწყვეტი როლი ნაციონალურ მოძრაობას აქვს

გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, მიუხედავად იმისა, რომ ის არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა, სერიოზულად ჩაუყარა საფუძველი დიდ ცვლილებას საქართველოში. მოხდა მართლაც ფართო გაერთიანება, სხვადასხვა საზოგადო ფიგურების, პოლიტიკური პარტიების, ძალების და ჩვენ არცერთ შემთხვევაში ამას არ უნდა მოვეშვათ. საბოლოო ჯამში საქართველოს მომავალი ხელისუფლება უნდა იყოს ფართო კოალიციური გაერთიანება, სრულიად სხვადასხვა ხალხის, მაგრამ რა თქმა უნდა, დაფუძნებული არა ცალკეულ პიროვნებებზე, არამედ პრინციპებზე და ეს პრინციპები არის საქართველოს თავისუფლება და საქართველოს სწრაფი განვითარება, დემოგრაფიული კატასტროფის დასრულება და ეკონომიკური სიტუაციის სწრაფი გაჯანსაღება და ეს ყველაფერი ასეც იქნება. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში გადამწყვეტ, წამყვან როლს თამაშობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ძალა, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი წარსული, მაგრამ მიმაჩნია, აქვს ასევე, და ეს უფრო მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო საინტერესო მომავალი. იმისათვის, რომ ეს მომავალი დროზე დადგეს, რა თქმა უნდა, საჭიროა მუდმივი განახლება და შეცვლა პარტიის შემადგენლობის, ამ პოლიტიკური ორგანიზაციის შიდა წყობის... ამიტომ, როგორც არასდროს, საჭიროა ახალი ხალხის მოსვლა პარტიაში და პარტიის მართვის მთლიანად ახალ პრინციპებზე აწყობა

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ილაპარაკა. გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ცნობილ მოძრაობაში ამ დროისთვის 13 პარტიაა. მათ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ჰყავდათ და მომდევნო არჩევნებზეც ერთად აპირებენ კენჭისყრას
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები