სავალდებულო სამხედრო სამსახური

მდინარაძე: სესიაშვილის კანონპროექტი ზოგადად მიზნიდან გამომდინარე სწორია, თუმცა დასახვეწია

ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი, ზოგადად მიზნიდან გამომდინარე, არის სწორი. თუმცა შეიძლება, ნორმების დეტალები იყოს დასახვეწი, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ არ აღიქვას დისკრიმინაციულად. პრინციპების დონეზე შეიძლება დავეთანხმოთ, მაგრამ გარკვეული დახვეწის საჭიროება იქნება და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობა  მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს ექნებათ. მდინარაძის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები