სასამართლო სისტემა

ბესელია ზარდიაშვილზე: ვინმემ შეამოწმოს რაიმეს ზემოქმედების ქვეშ ხომ არაა

ზარდიაშვილი ვინმემ შეამოწმოს რაიმეს ზემოქმედების ქვეშ ხომ არაა. საწყალი ეს ბიჭი, რომელსაც გეგმა ჩავუშალეთ და ოჯახური ბიზნესი არ გამოუვიდა და ის ათკაციანი სია, რომელსაც ის ერთ-ერთი ლობირებდა, ვერ გაიტანა და თან თვითონაც მიჰყვა ამ სიას, არის ძალიან გაბრაზებული. ამას ვერ პატიობენ, რომ ის სია გავუჩერე. მათ შორის ამ სიას მისი თანამდებობაც მიჰყვა.

თქვა ეკა ბესელიამ ქართული ოცნების დეპუტატ ვანო ზარდიაშვილზე. ბესელია და ზარდიაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

კომენტარები