გიგი უგულავა

უგულავა: სააკაშვილმა და ივანიშვილმა ერთმანეთს ქვეყანა არ უნდა გადააყოლონ

ეს ორი ადამიანი [სააკაშვილი და ივანიშვილი] პოლიტიკას აგებს იმ დაშვებით, რომ მეორე არ არსებობს, განადგურებულია, მაგრამ ჩვენ შუა საუკუნეებში არ ვართ. ეს ორი ადამიანი არსებობს, იარსებებს და შესაბამისად, პოლიტიკა უნდა ავაწყოთ ისე, რომ ეს ორი ადამიანი ქართულ პოლიტიკაში იქნება. ამ ორმა ადამიანმა უნდა შეძლოს თანაცხოვრება და ქვეყანა ერთმანეთს არ უნდა გადააყოლონ. მეორე, ეს ორი ადამიანი დღეს ქართულ პოლიტიკაში ერთმანეთს კვებავს, როგორც არასდროს

ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ პირველი არხის გადაცემა "კვირის ინტერვიუში" თქვა.

კომენტარები