ევროპული საქართველო

ბოკერია: ჩვენ და ნაციონალურ მოძრაობას საერთო კანდიდატები არ გვეყოლება

კოორდინირებაზე საუბარი, თუ სად რომელ პოლიტიკურ ძალას უფრო მეტი შანსი აქვს, შუალედურ არჩევნებზე, აბსოლუტურად ნორმალურია. გაერთიანება გულისხმობს, მათ შორის, შეთანხმებას ხედვებზე, რის შანსებსაც მე ვერ ვხედავ. კოორდინირების არათუ შანსებს, არამედ საჭიროებას ვხედავ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი პროგნოზი სწორი იყო, ის რომ რამდენიმე კანდიდატი იყო ოპოზიციის, ამან გაზარდა ოპოზიციის ხმები. რომ არა ძალადობა და უტიფარი მოსყიდვა, მეორე ტურშიც იგივე შედეგი გვექნებოდა და თქვენ იცით ჩვენმა ამომრჩევლებმა ხმა მისცეს ვაშაძეს. ეს ჯამი 800 ათასი ხმა, ძალადობის და ყველა უკანონო მეთოდის მიუხედავად, არ დაიკარგა. რაც შეეხება მაჟორიტარულ, შუალედურ, ან მერის არჩევნებს, აქ ისევე როგორც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, არ გამოვრიცხავ, მათ შორის ძალიან განსხვავებული შეხედულებების მქონე პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინირებას, იმაზე, თუ ვინ სად იქნება კანდიდატი, ვინაიდან ორი კომპინენტია - მაჟორიტარული და პროპორციული, არ ვგულისხმობ მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. მე ვფიქრობ, რომ ეს სწორი გზაა და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შედგეს. შუალედურ არჩევნებზე მაქვს საფუძველი, რომ ვიფიქრო, რომ ეს კოორდინირება, არა მხოლოდ ენმ-სთან, არამედ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან, იქნება ეფექტური. ეს არ ნიშნავს გაერთიანებას, გაერთიანება ნიშნავს, რომ ჩვენ საერთო კანდიდატები გვყავს და ჩვენ საერთო კანდიდატები არ გვეყოლება. ჩვენ საერთო კანდიდატები შეიძლება გვყავდეს სხვა პროდასავლურ ძალებთან, მაგრამ არა ნაციონალურ მოძრაობასთან.

ევრიპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია არჩევნებზე ოპოზიციურ ძალებთან კოორდინაციის შესახებ პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები