ოხანაშვილი: ენმ-ის წარმომადგენლებისა და ეკა ბესელიას პოზიციები მკვეთრად ემთხვევა ერთმანეთს

ამ ბოლო პერიოდში ნათელი ხდება, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგნელების, ეკა ბესელიას და მისი ზოგიერთი თანამოაზრის პოზიციები მკვეთრად ემთხვევა ერთმანეთს. ეს საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ გაიგოს საზოგადოებამ, რომ თურმე ნაციონალური მოძრაობა, ეკა ბესელია და მისი ზოგიერთი თანამოაზრე არიან ერთ პოზიციაზე, სასამართლო სისტემის კიდევ უფრო „გაჯანსაღების მიზნით." "გაჯანსაღება" ბრჭყალებში, რადგან მათ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტები პირდაპირ ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის გამტკიცების პრინციპს, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთოდ არღვევს ბალანსს კონსტიტუციურ ორგანოთა ურთიერთმიმართებას შორის. აცლის საბჭოს იმ კონსტიტუციურ ლეგიტიმაციას, რაც მას მინიჭებული აქვს და ასევე შემოაქვს გაუმართლებელი ყოვლად მიუღებელი გადაჭარბებული პოლიტიკური მოტივაცია ამ პროცესში.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას შესახებ.

კომენტარები