სამხედრო სავალდებულო სამსახური

ლომია სავალდებულო გაწვევაზე: ნორმალურ ქვეყანაში რას უზამდნენ შპს ეკლესიას? გააქრობდნენ

აბა, ნორმალურ სახელმწიფოში ვინმეს ეთქვა, რომ შეგიძლია, თავი დააღწიო ჯარს იმით, რომ სადღაც შპს ეკლესიაში გაწევრიანდები. რას უზამდნენ იმ შპს ეკლესიას? სხვა სახელმწიფოს ვგულისხმობ, გააქრობდნენ, თაღლითობისთვის დაიჭერდნენ და ათწლიან სასჯელს მაინც მიუსჯიდნენ. ჩვენ ვერ გავზარდეთ ახალგაზრდები, ვერ ვზრდით, იმიტომ, რომ სამშობლოს მიმართ სიყვარულს არ ვასწავლით, არ იცის, იმ ადამიანმა იცის, რომ მისი სხეული მას ეკუთვნის, ეს ასწავლეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ანუ მან იცის, რომ მისი სხეული მას ეკუთვნის და ამ ლოგიკას მიჰყვება - თუ ჩემი სხეული მე მეკუთვნის, რატომ უნდა ვიბრძოლო ქვეყნისთვის გულისთვის, რატომ უნდა შევწირო სიცოცხლე, იმდენს კი ვერ ტვინავს, რომ ქვეყანა მარტო მიწა და წყალი კია რაა, არის შენი მშობლები, შენი ოჯახი, მეგობრები, რომლებიც უნდა გიყვარდეს წესით და, ამავდროულად, რა თქმა უნდა, შენი სხეულიც და შენი სულიც

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი გიორგი ლომია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები