საქართველოს პარლამენტი

ლომია: ვინმემ შენიშვნა რომ მისცეს LGBT წარმომადგენელს, შეჭამენ, გადაყლაპავენ, ბნელს უწოდებენ

ადამიანი, რომელიც პირდაპირ გამოდის და ქადაგებს სახელმწიფოში მარიხუანის მოწევას, ამბობს, რომ "შეგიძლიათ ჯარს თავი დაღწიოთ, ჩემთან გაწევრიანდით", არ ისჯება ასეთი ადამიანი, კანონი იცავს, ის კანონი, რომელსაც თქვენ იღებთ. დღეს რომ ვინმე გამოვიდეს და შენიშვნა მისცეს ახალგაზრდას ან ელგებეტე წარმომადგენელს, მასმედიის მეშვეობით, უბრალოდ, შეჭამენ, გადაყლაპავენ. ყველა უწოდებს მას ბნელს, "გრუზინს", ამაშიც სახელმწიფო ხელს უწყობს, იმიტომ, რომ ის არ ისჯება, მას უფრო მეტი დაცვა აქვს, ვიდრე კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანს.

ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ თქვენ [უმრავლესობას] იღებთ კანონებს, რომელიც ტრადიციის, ისტორიის, კულტურის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს არის თქვენი ბრალი, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ბრალი

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა გიორგი ლომიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჰომოფობიური განცხადება გააკეთა.

კომენტარები