დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

მდინარაძე ბესელიაზე: ვისურვებდი, სახე არ დაეკარგოს, კადრულობენ ყველაფერს

მე ვუსურვებდი თითოეულ ადამიანს, რომელსაც მართლაც სუბიექტური ინტერესები ამოძრავებს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, სახე არ დაეკარგოთ. მე სხვას ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც წერენ კანონებს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აცდნენ რეალობას, რაღაცნაირად გავლენები მოიპოვონ სასამართლოში, ეს ადამიანები კადრულობენ ყველაფერს, მათ შორის, ტალახის სროლას თავისი კოლეგების მიმართ, იმისთვის, რომ თავისი სუბიექტური ინტერესები დაიკმაყოფილონ, ეს არის ძალიან სამწუხარო

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიას განცხადების შესახებ. უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა თქვა, რომ "ზარდიაშვილი-მდინარაძის ჯგუფი" არის "კოლექტიური და თანამედროვე შარიკოვები", რომელმაც ფეხქვეშ გათელა და გააბითურა „ქართული ოცნების“ იდეა. მისივე განცხადებით, ეს დეპუტატები "სააკაშვილის პერიოდის მართლაც ზონდერები და რეჟიმის ჭანჭიკები" იყვნენ.

კომენტარები