სავალდებულო სამხედრო სამსახური

ჯაფარიძე წულუკიანს: სესიაშვილი ბიბლიურ თავისუფლებაზე ამბობს, ცრუ რელიგიააო და გარცხვენთ

ქ-ნო თეა [წულუკიანი], იქნებ აუხსნათ ბ-ნ [ირაკლი] სესიაშვილს, რომ ბიბლიურ თავისუფლებას გავლილი აქვს სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დადგენილი ტესტი და ოფიციალურად არის რეგისტრირებული თქვენს დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურის მიერ როგორც რელიგიური ორგანიზაცია. თორემ დადის ეთერ-ეთერ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ახალწვეული აქტივისტივით გაიძახის "ცრუ რელიგია", "ცრუ რელიგია" და გარცხვენთ

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გირჩის მიერ დაარსებულ რელიგიურ ორგანიზაცია "ბიბლიურ თავისუფლებას" ფსევდორელიგიას უწოდებს. რელიგიური ორგანიზაცია წვევამდელებზე მღვდელმსახურების მოწმობებს გასცემს, რითიც მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება შეუძლიათ.

კომენტარები