საქართველოს პარლამენტი

კვაჭანტირაძე: ყოველთვის მჯეროდა, რომ კეთილსა სძლია ბოროტმა

მე ყოველთვის მჯეროდა, რომ კეთილსა სძლია ბოროტმა, არსება მისი გრძელია. ალბათ ყურადღებით ადევნებით თვალ-ყურს მსჯელობას, დადასტურდა, რომ თავაშვებულ და თვითნებურ მმართველობას აქვს ადგილი პარლამენტში. შესაძლო იყო, დღეს სხვა გადაწყვეტილებაც მიმეღო, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ და იმ პოსტულატებმა, რომელიც ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლაში წამოაყენა, მიმაღებინა გადაწყვეტილება, ბოლომდე ვმდგარიყავი მედგრად და არც ერთ შემთხვევაში არ გამეკეთებინა განცხადება გადადგომის თაობაზე.

დღეს დაინახეთ, რომ პრაქტიკულად ქართულ ოცნებას უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში აღარ აქვს, მიუხედავად ძალიან დიდი პრესისა, რომელიც ჩემმა მეგობრებმა, ყოფილმა თანამებრძოლებმა განიცადეს...

...მიუხედავად იმისა, რომ დღეს მე პრაქტიკულად ვაჩვენე სახე - ამ მმართველობის ქვეშ რა დღეშია ქართული ოცნება და უმრავლესობა, მე, რა თქმა უნდა, მაინც მივიჩნევ, რომ ამ სესიის ბოლომდე ჩემი ნებით გადავდგები ამ თანამდებობიდან, რადგანაც ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს სერიოზული პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება, რაშიც კომიტეტის თავმჯდომარეობამ ხელი შემიშალოს, მაგრამ ამ განცხადებას გავაკეთებ მოგვიანებით

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე [სტილი დაცულია]. ცნობისთვის, პარლამენტის 19 მარტის სხდომაზე ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ვერ გადააყენეს. მომხრე მხოლოდ 67 დეპუტატი იყო. კვაჭანტირაძის გადაყენებას ქართული ოცნებიდან მხარი ცოტნე ზურაბიანმა, რატი იონათამიშვილმა და ლევან კობერიძემ არ დაუჭირეს. ამასთან, სხდომას არ ესწრებოდა უმრავლესობის 34 წევრი. საკითხს პარლამენტი ორ კვირაში დაუბრუნდება.

კომენტარები