მათიკაშვილი: წითელზე იყო თითი მისაჭერი თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა

მიმდინარე სესიაზე ასევე იყო სხვა საკითხი, რომელიც ტექნიკურად ასევე ჩავარდა. ამიტომ ამ ორ საკითხს მე ასე შევხედავ - ეს იყო ტექნიკური პრობლემა, ვერ გაერკვნენ კარგად ჩვენი კოლეგები რომელი იყო სწორი გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში მხარდაჭერა თუ უარყოფა. შედეგი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. [...] რეალურად აქ წითელზე იყო თითი მისაჭერი თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა

უმრავლესობის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი საუბრობს ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების ჩავარდნაზე. გადაწყვეტილების მიღებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა, თუმცა 67 მიიღო.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები