არჩევნები 2018

პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი

მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს სიტყვებზე, ჩემს ქცევაზე, ვერ ვუკარნახებ სხვას როგორ უნდა ილაპარაკოს და როგორ მოიქცეს... ის, რომ სისხლიანი რეჟიმი იყო, ყველამ იცის, თქვენც და მეც. ვინც აკეთებს განცხადებას პარტიის პიარი არის პარტიის პასუხისმგებლობა, ჩემი სიტყვები არის....

მე ვეთანხმებოდი, შეფასებას შეიძლება დავეთანხმო, ჩემი კამპანია იყო ბევრად უფრო ევროპული და რბილი, ვიდრე ეს განაცხადები, მაგრამ არის სხვადასხვა მიდგომები... [შინაარსში] არც ვეთანხმებოდი და არც ვეწინააღმდეგებოდი, მე ვარ პასუხისმგებელ ჩემს განაცხადებზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი TV პირველის გადაცემა რეაქციაში. კითხვა არჩევნების მეორე ტურის წინ ქალაქში გამოჩენილ ბილბორდებს "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ეხებოდა, რომელიც წინა ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული.

კომენტარები