საქართველოს პარლამენტი

ბესელია: მაქვს ჭირისუფლის განცდა, რომელიც გლოვობს პარლამენტის ღირსების კვდომის გამო

მაქვს განცდა ჭირისუფლის განცდა, რომელიც გლოვობს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, ღირსების კვდომის გამო. 

აი, ეს განცდა მაქვს ახლა, ვუყურებ, პარლამენტი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, როგორ კარგავს თავის სახეს ამ თავის სულმდაბლობით. მართლა გულწრფელად ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებს ახლა, რა მძიმე პოლიტიკური პროცესის მონაწილეა

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი ეკა ბესელია ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების გარშემო შექმნილი ვითარების გამო. ცნობისთვის, 19 მარტის სხდომაზე პარლამენტმა კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა. ცოტა ხანში, უმრავლესობის დეპუტატებმა თქვეს, რომ ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მისცეს ხმა დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ჩანაცვლებას, რის შემდეგაც განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა. მანამ, სანამ საკითხი კენჭისყრაზე დადგებოდა, ზვიად კვაჭანტირაძემ თავად განაცხადა გადადგომის შესახებ.

კომენტარები