წულუკიანი კობახიძის კანონპროექტის კრიტიკაზე: პერსონალიების კრიტიკა ისმის და არა - კანონის

ჩვენ უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ ის, რომ ის კანონპროექტი, რომელიც არის ქართული ოცნების უმრავლესობის ჯგუფის მიერ შემუშავებული, პირდაპირ პასუხობს ვენეციის კომისიის დასკვნებს, მოთხოვნებს და ევროპულ სტანდარტებს. დანარჩენი, რაც ისმის კრიტიკა, არის პერსონალიების კრიტიკა და არ უნდა აგვერიოს კანონი და პერსონალიები ერთმანეთში 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საუბრობს ქართული ოცნების, კერძოდ ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმებია შემუშავებული. კანონპროექტს აკრიტიკებს, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები

კომენტარები