სავალდებულო სამხედრო სამსახური

ჯაფარიძე საპატრიარქოზე: ოკუპანტთან ჩახუტებულები ჩვენ გვეძახიან ანტისახელმწიფოებრივ ძალას

ინსტიტუტი, რომელიც ყოველ წელს ჭამს ხალხის ფულს 25 მილიონი ლარის ოდენობით, ვითომც არაფერი და იღებს სახელმწიფოსგან უამრავ ქონებას, უძრავს, მიწებისა და ფართების სახით და რაში იყენებს ამას, ყველა კარგად ხედავს - ყიდის ყველაფერს დაწყებული ჯვრით და დამთავრებული არყით - ეს ხალხი და ინსტიტუტი, რომ ვიღაცის მერკანტილურ ინტერესებზე საუბრობს, უბრალოდ, სასაცილოა. ოკუპანტთან ჩახუტებულები არიან, მათ შორის, სასულიერო განათლება, თუ ვინმეს რამე განათლება აქვს, მიღებული აქვთ მოსკოვში და ეს ხალხი, ამათ ენა უტრიალებდათ და ჩვენზე ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ანტისახელმწიფოებრივი ძალა?

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საპატრიარქოს მიერ 19 მარტს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. რუსთავი 2-ის ეთერი. საპატრიარქო პარტიის მიერ დაარსებულ რელიგიურ ორგანიზაცია "ბიბლიურ თავისუფლებას" გამოეხმაურა, რომელიც წვევამდელებზე მღვდელმსახურების მოწმობებს გასცემს, რათა მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეძლონ. საპატრიარქო თავის განცხადებაში მათ ანტისახელმწიფოებრივ ძალად მოიხსენიებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა "ფსევდორელიგიებმა" თავიანთი "ვიწრო მერკანტილური მიზნებისთვის" ვერ შეძლონ კანონის იმ ნაწილის გამოყენება, რომლის მიხედვითაც მღვდელმსახურს სავალდებულო სამხედრო სამსახურის 1 წლით გადავადება შეუძლია. პარლამენტში საპატრიარქოს ამ სურვილის შესრულებას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ლობირებს.

კომენტარები