ბესელია კობახიძის კანონპროექტზე: მძიმე პოლიტიკური ფასი ექნებათ ამისთვის გადასახდელი

ვიდრე ამ ფერების, ღილაკების, კაბინეტების და თანამდებობების გარკვევაში არიან ოხანაშვილ-ზარდიაშვილ-მდინარაძეები, იქამდე ჩვენი საზოგადოება ღელავს, რომ მათი ინიცირებული პროექტი ცუდია, რადგან უნდათ, რომ პარლამენტი აქციონ იუსტიციის საბჭოს სურვილების განმახორციელებელ ფილიალად. ძალიან ცუდია, პარლამენტს წაართვა რეალური არჩევანის შესაძლებლობა და ისევ ყველაფერი გადასცე იმ იუსტიციის საბჭოს, რომელმაც ლამის დაანგრია დეკემბრის თვიდან მოყოლებული მმართველი პარტია და სერიოზული კატაკლიზმები გამოიწვია, მათ შორის, პარლამენტში. ამ ყველაფრის შემდეგ რომ ვერ მიხვდები, რომ ასეთი კანონპროექტი არ უნდა შემოიტანო, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ე.წ ბიჭებმა, როგორც მათ უწოდებენ, დაწერეს და შემდეგ გინდა, რომ შეასაღო ის პარლამენტს, ამაზე იქნება ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასი გადასახდელი

ქართული ოცნებიდან გასული პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია საუბრობს მმართველი გუნდის, კერძოდ ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ.

კომენტარები