საქართველოს პარლამენტი

ოხანაშვილი: ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან

ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან. ბესელიას კაბინეტი ჰგონია ოთახი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი რომ წერია ავტორად, მას კაბინეტი წარმოდგენილი აქვს, როგორც ოთახი. აქ ვამთავრებ მასზე პასუხების გაცემას. მათ ამოძრავებთ პოლიტიკური მოტივაცია, საკითხი გადაიტანონ პოლიტიკურ ჭრილში და პასუხი ამ შეკითხვაზე არის მარტივი. ყველა ეს ჯგუფი არის პოლიტიზირებული. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არის დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, ყველაზე არ ვამბობ, თუმცა ბევრი, ვითომ, ე.წ. ექსპერტი დაკავშირებული და ასოცირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან.

თქვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები