მიწების გასხვისება უცხოელებზე

კვიციანი წულუკიანს: ჩემი სვანური ლოგიკით მადლობას გიხდით, რომ გოჯი მიწაც არ გაასხვისეთ

ქალბატონო მინისტრო, მინდა მადლობა მოგახსენოთ, იმ ცხრადღიანი აქციების ფონზე არც ერთი გოჯი მიწა რომ არ გასხვისდა უცხოელებზე და ეს მადლობა არის ჩემი სვანური ლოგიკით, როგორც მაშინ მითხარით

მიმართა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს. 2018 წლის დეკემბერში პატრიოტთა ალიანსი და ქართული მარში იუსტიციის სახლთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა. ისინი იუსტიციის მინისტრს მოუწოდებდნენ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და "ქართული მიწების" გაყიდვა არ დაეშვა. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ეს "სრულიად ქართული საზოგადოების მოთხოვნაა" და მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში აჯანყებით იმუქრებოდნენ.

კომენტარები