თეა წულუკიანი

წულუკიანი: როდიდან დაიწყო ირმა ნადირაშვილმა ივანიშვილზე ასე დარდი, მე არ ვიცი

ქალბატონმა ირმამ [ნადირაშვილმა] თქვა, ივანიშვილს რატომ მოუწყვე შანტაჟიო, როდიდან დაიწყო ქალბატონმა ირმამ ივანიშვილზე ასე დარდი, მე არ ვიცი, მაგრამ ამას მხოლოდ მივესალმები. რაც შეეხება უფრო სერიოზულად - მე ბევრჯერ ავხსენი, რომ პოზიცია, რაც მქონდა, არ ვიცი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში სხვა ადამიანებისთვის სწორი პოზიცია იყო თუ არა, ამიტომ მე ეს პოზიცია გავხადე სამსჯელოდ და ვთქვი, რომ თუ ამ პოზიციას ვერ გაიზიარებთ, მოდით, სხვამ შეასრულოს ეს უფლებამოსილებები და ნებისმიერი ადგილიდან მე კვლავ დავრჩები ქართული ოცნების გუნდის წევრი და ნებისმიერ პოზიციაზე მათი დამხმარე და გულშემატკივარი

თუ რას ეხებოდა ეს საკითხი, მაპატიეთ და არ ვთვლი საჭიროდ ამაზე საუბარს, იმიტომ ეს არ არის მე ის თემა, რომელიც პარლამენტს ეხება და ეს არ არის ის საკითხი, რომელიც რაიმე ტიპის საზოგადოებრივი ინტერესს ეხება.

შეიძლება ჩემი შეცდომა ისაა, რომ მედიასთან არ ვიტყუები, დაიჯერეთ, ნუ დაიჯერებთ, ეს ასეა. ბევრჯერ იყო მითქმა-მოთქმა - უშვებენ, გადადგება, გადადექი... მუდმივად ვამბობდი, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა და როდესაც მართლა იყო საუბარი და მკითხეს, დავადასტურე, რომ იყო საუბარი მეთქი.ალბათ ჯობდა, არ დამედასტურებინა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტში, მის გადადგომასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზე. საბოლოოდ, წულუკიანმა თქვა, რომ ხელისუფლებასთან პოზიციები შეაჯერა და გადადგომას აღარ აპირებდა.

კომენტარები