საქართველოს პარლამენტი

წულუკიანი მარშანიას: არაფერი გაძლევთ უფლებას, რომ სულ მენტორის ტონით ესაუბროთ ადამიანებს

ქალბატონი ადა მარშანიას რეპლიკას, რომ ჯალათი მოსამართლეები მივიღეთ თურმე წინა წლის დეკემბერში სასამართლო სისტემაში... როგორც ყოველთვის და განსაკუთრებით ჩემ მიმართ ქალბატონ ადას შეგონებები აქვს ხოლმე და ვერავითარ გამოსავალს მისგან ვერასდროს ვერ ვისმენ.

მას კიდევ ერთხელ ვუმეორებ და კიდევ უფრო მკაცრად - თუ თქვენ არჩევთ ქალბატონო ადა, როგორ ესაუბროთ თქვენზე ბევრად უმცროს მინისტრებს, არ გაძლევთ არც თქვენი სტატუსი, არც ასაკი და არც არაფერი იმის უფლებას, რომ მუდმივად მენტორის ტონით ესაუბროთ ადამიანებს, მე ამ ტონს არ ვიღებ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მე არ ვიღებ იმ პასუხისმგებლობას, რაც არ არის ჩემი პასუხისმგებლობა...

... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქალბატონო ადა, მე ძალიან ბევრი წელია, მოთმინებით გისმენთ, ვიცავ ყველა იმ ეტიკეტს რომელიც ეგების თქვენი სტატუსისადმი, ასაკისადმი, წარსული გამოცდილებისადმი, მაგრამ მოდი, შევთანხმდეთ, თქვენ არ გაქვთ მონოპოლია იმაზე, რომ ერთადერთი ხართ აფხაზეთიდან და ამიტომ, ყველაფრის უფლება გაქვთ. საკმარისია ჭკუის დარიგება, როცა არ ვიცით, რაზე მარიგებთ ჭკუას

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტის სხდომაზე.

კომენტარები