მდინარაძე: ომი საქართველოს არ დაუწყია, მაგრამ წინა ხელისუფლებამ პროვოკაცია ვერ აიცილა

მძინარე ცხინვალი არ უთქვამს... ეს არის რუსული ნარატივია და როგორც კი ვიტყვით, რომ ასე თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, ჩვენ ხელს შევუწყობთ იმას, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით ერთად. როგორც კი ჩვენ განსხვავებულ ვორდინგს დავამთხვევთ რუსეთის ნარატივს, ეს არ იქნება სწორი საქციელი და უნდა ვთქვათ ის, რაც ითქვა რეალურად, ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ეს საკითხი, კატეგორიულად ვამბობ, რომ არასდროს გადაიხედება. არ შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ეს არც საქართველოს პრეზიდენტს უთქვამს. 

მეორე საკითხი, რომელიც ასევე არ გადაიხედება ობიექტური დამკვირვებლებისთვის არის ის, რომ პროვოკაციის თავიდან აცილება მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ეს არის ორი საკითხი, რომელიც არის მართალი და სხვანაირად ობიექტურად შემფასებელი ადამიანი ვერ ისაუბრებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებებზე. სალომე ზურაბიშვილი ისევ ამბობს, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა "დაბომბა ცხინვალი და ჩვენი მოსახლეობა". პრეზიდენტი აქვე ამბობს, რომ ეს "ჩვენი შიდა საქმეა" და ომი რუსეთმა დაიწყო.

კომენტარები