პრემიერმინისტრი ბახტაძე: არანაირი საქმე TBC ბანკის გარშემო არ არსებობს

არანაირი საქმე TBC-ის გარშემო არ არსებობს. ეს არაერთხელ განვაცხადე. TBC-მ და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ეს საქმე და ეს პრობლემა არის ამოწურული. საქმე და გამოძიება მიმდინარეობს სულ სხვა ტრანზაქციაზე, სადაც ფიზიკური პირები შეიძლება, მონაწილეობდნენ და ეს არის ძალიან იაფფასიანი მცდელობა, ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი მედია საშუალებისგან, რომ მოხდეს დაკავშირება TBC ბანკის სახელთან ამ ყველაფრის

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე TBC ბანკის ირგვლივ Facebook Live-ში დასმულ კითხვას პასუხობს. 9 იანვარს TBC ბანკში პროკურატურა შევიდა, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, გადაყენება მოითხოვა. ხაზარაძე და ჯაფარიძე გადადგნენ და ბანკმა და სებ-თან ერთად გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ TBC სასამართლო დავას წყვეტს. ამავდროულად, ხაზარაძე ამბობს, რომ ეს იყო ბანკზე ორკესტრირებული შეტევა, რასაც ანაკლიის პროექტსაც უკავშირებს და ის და ჯაფარიძე სასამართლოში პირად დავას აგრძელებენ

კომენტარები