საქართველოს პარლამენტი

მარშანია ოცნებას: "პატრიოტები" რომ გაგიჟდნენ და შეუერთდნენ ენმ-ს, რა გეშველებათ საცოდავებო

ბატონო კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანდებით, გულის სიღრმეში მაინც მართლა გგონიათ რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით? თქვენს სინდისთან მარტო რომ დარჩებით მართლა გგონიათ ეს თქვენს თავზე? რა გაბედეთ და რა მითხარით გუშინ, მართლაც ცუდი სმენადობაა ამ პარლამენტში და გუშინდელიდან უკვე ყურსასმენით ვუსმენ ჩვენ უბადრუკ და სამარცხვინო სხდომებს. რაღაცა თვალის ჩაპაჭუნებაზე ბრძანეთ, ყურადღებაც არ მიმიქცევია. ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ, ქართული ოცნება ე.წ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ გაგიჟდეს საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და შეუერთდეს ნაციონალურ მოძრაობას და მერე რა გეშველებათ თქვე საცოდავებო, თქვე უბადრუკებო.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრის, ადა მარსანიას გამოსვლა პარლამენტში.

კომენტარები