უგულავა: ჩვენ და თავდემებს ღირებულებები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა გვაერთიანებს

ჩვენი [ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების] თანამშრომლობა არის გრძელვადიანი, სტრატეგიული. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ, არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თანამშრომლობა არის საფუძველი მომავალი განვითარების. ის შუღლი, გაუტანლობა, ბოროტება, რასაც თესავს ქართული ოცნება ყოველდღიურად, უნდა დასრულდეს. ჩვენ იმედი გვაქვს და ვიბრძოლებთ, რომ მთაწმინდაზე, შუალედურ არჩევნებში მოხდება ეს. 

თქვა გიგი უგულავამ ბრიფინგზე, სადაც ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების საერთო კანდიდატი წარადგინეს მთაწმინდის ოლქში - ის შალვა შავგულიძე იქნება. პარტიის წევრების თქმით, ისინი პოლიტიკურ ბლოკს ქმნიან და მათი თანამშრომლობა გრძელვადიანი და სტრატეგიული იქნება. 

კომენტარები