თანასწორობა

მეზვრიშვილი: შსს ირჩევს თანასწორობას, შსს ებრძვის დისკრიმინაციას 

მზად ვართ, რომ მთლიანად სამინისტრო, ჩვენი ყველა სტრუქტურული დანაყოფი, თუ ეს საჭირო იქნება, ცნობიერების ამაღლებისთვის და სამინისტროს პოზიციის დაფიქსირებისთვის, ამ კამპანიაში ჩავერთოთ და საზოგადოებას ვუთხრათ ძალიან მკაფიოდ და გასაგებად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ირჩევს თანასწორობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის დისკრიმინაციას 
და სამინისტრო ეფექტიანად გამოიძიებს ძალადობის ყველა სისხლის სამართლის საქმეს, განურჩევლად იმისა ვინ არის ძალადობის მსხვერპლი, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა და სხვა დისკრიმინაციული ნიშნისა
 

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, შსს უერთდება კამპანიას "მე ვირჩევ თანასწორობას. ის დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

კომენტარები