შავგულიძე: უარი ვთქვით პოლიტიკურ შურისძიებაზე, გვაქვს ქვეყნის განვითარების პოზიტიური გეგმა

ჩვენ, ორმა პოლიტიკურმა პარტიამ, ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა, გადავწყვიტეთ შევქმნათ საარჩევნო ბლოკი, რომლითაც წარვდგებით შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე, მთაწმინდაზე. 

ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვას, საერთო ღირებულებებს და მიზნებს, როგორიც არის: ავტორიტატურილი მმართველობის დაუშვებლობა, სამართლის უზენაესობის დამკვიდრება, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური მექანიზმების ამოქმედება; ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული, მცირე, მაგრამ ეფექტიანი მთავრობის მეშვეობით; ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვა, ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რა თქმა უნდა, ყველაფერი ამის გარანტი, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელება. 

ჩვენ უარი ვთქვით პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და შურისძიებაზე და ვიხედებით მომავლისაკენ. გვაქვს ქვეყნის განვითარების პოზიტიური გეგმა და დღის წესრიგი. 

თქვა შალვა შავგულიძემ ბრიფინგზე, სადაც ის მთაწმინდის ოლქში ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების საერთო კანდიდატად წარადგინეს. ორი პარტიის წევრების თქმით, ისინი პოლიტიკურ ბლოკს ქმნიან და მათი თანამშრომლობა გრძელვადიანი და სტრატეგიული იქნება. 

კომენტარები