პატრიოტთა ალიანსი

მარშანია: პატიოსან ქვეყანაში მებრძოლი ხალხი მოგვადგებოდა, გარეკავდა ამ უსაქმურ პარლამენტს

ამ დარბაზში ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს და თქვენ პარლამენტის წევრები ხართ, მინდა, შეგახსენოთ მე ეს და თქვენი დამსახურებაა, ბატონო [ირაკლი] კობახიძე, რომ პარლამენტს არავითარი ავტორიტეტი არ აქვს ქვეყანაში, რომ პარლამენტის წევრის სტატუსი განულებულია, მათ შორის, თქვენი ბრალია ეს და თითოეული ჩვენგანის, რასაკვირველია, რომ ვითმენთ ამ ვითარებას და ვითმენთ ამ მდგომარეობას. პატიოსან ქვეყანაში მებრძოლი ხალხი და საზოგადოება აქ მოგვადგებოდა ჩვენ ყველას და გაგვრეკავდა აქედან, გარეკავდა ამ უნამუსო და უსაქმურ პარლამენტს

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს

კომენტარები