თეა წულუკიანი

წულუკიანი: თქვენი მთავარსარდლის და ყველას მატრაკვეცობით დააკარგვინეთ ქვეყანას ტერიტორიები

თქვენ მე ვერ მიხილავთ თქვენ წინაშე დაბეჩავებულს, ხმააკანკალებულს. კარგია, რომ ღამე გიმეცადინიათ, ბატონო ზურა ჭიაბერაშვილო და აქ თავს იმართლებდით 10 წუთი, რომ 2011 წელს თქვენ რუსეთთან დავა საბოლოო გადაწყვეტილებით წააგეთ და ბატონმა გიგა ბოკერიამ გუშინ თქვა, მოგიტანთ რეცეპტს, როგორ შეატრიალო ეს დავაო, მაშინ, როცა მე ვუთხარი, რომ მე მაქვს ჩემი სტრატეგია. 

გაქვთ რუსეთთან ურთიერთობის უკეთესი რეცეპტი? დადეთ მაგიდაზე რეცეპტი და გავიზიარებ ამ რეცეპტს, გაიზიარებს ამ რეცეპტს დავით ზალკალიანიც და მთელი მთავრობა. მაგრამ როდესაც მარცხებით და რუსეთთან სამარცხვინო მარცხებით იყო თქვენი პოლიტიკური კარიერა სავსე, როცა ანდროპოვის ყურებთან გვაზეიმეთ წაგებული ომი, როცა ტერიტორიები დაკარგეთ დამატებით და ესეც პოზიტიურად შეგვიფუთეთ და გვითხარით, რომ უჰ, რამდენი ტერიტორია დაგვიკარგავს, რა კარგია, ამით მაინც ხო გაგვიცნო რუსეთმაო, სწორედ ეს არის, ბატონო ზურაბ ჭიაბერაშვილო, როგორც თქვენ სიტყვა იხმარეთ, მატრაკვეცობა. აი ამ თქვენი მთავარსარდლის და თქვენი ყველას მატრაკვეცობით დააკარგინეთ ამ ქვეყანას ტერიტორიები. სტიკერების კედლებზე გაკვრით კი არ ხდება რუსეთთან ბრძოლა, რუსეთთან ბრძოლა ხდება კანონით, ხდება ჭკუით, ხდება თანმიმდევრობით

თქვა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები