წულუკიანი პარლამენტში

წულუკიანი ოპოზიციას: ადეიშვილმა 2 ოქტომბერს, დილით მოცოცხა ქვეყნიდან, ცოცხია თქვენი სიმბოლო

ოთარ კახიძემ თქვა, რომ მე ვგრძნობ ზურაბ ადეიშვილის ჩრდილს. შეიძლება მე ვგრძნობდე კაცის ჩრდილს, რომელმაც 2 ოქტომბერს დილით მოცოცხა ქვეყნიდან?! ცოცხი არის თქვენი სიმბოლო და მოცოცხა. როგორ შეიძლება მე მის ჩრდილში ვგრძნობდე თავს. როგორ შეიძლება მე იმ კაცის  ჩრდილში ვგრძნობდე თავს, რომელიც ტერორით იყო დაკავებული და იუსტიციის სამინისტროს დაუკარგა ფუნქცია. ეს ფუნქცია მე დავუბრუნე იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ბიზნესს კი არ ატერორებს კანონებს წერს. როგორც შეიძლება მე იმ კაცის ჩრდილში ვგრძნობდე თავს, რომელიც ხან რომელი უნგრული ბუჩქის ქვეშ იმალება და ხან რომელი. მე მაინტერესებს ოთარ კახიძის წარუმატებლობის სიაში, რომელიც თურმე ჩემი წარუმატებლობებია, ის თუ წერია, რომ ბატონი მიჰა ვერ ჩამოდის ქვეყანაში. რომელიც თქვენივე პარტიის რეზოლუციით თქვით, რომ დაველოდებითო და არ შევავსებთ ამ ვაკანსიასო. ახლა ხომ ავსებთ პარტიის თავმჯდომარის ვაკანსიას, რა საქციელია ეს?

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის შესახებ.

კომენტარები