საქართველოს პარლამენტი

თალაკვაძე: იუსტიციის სამინისტროს მომავალ გეგმებში ოპტიმიზმი დავინახე

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მტკიცე თანამშრომლობა გაგრძელდეს. ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი, სადაც არის საქართველოს ბუნებრივი ადგილი და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი აქტიურად არის ჩართული ვიზა ლიბერალიზაციის და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში. მე დავინახე ოპტიმიზმი სამინისტროს მომავალ გეგმებში და ყველას მოგიწოდებთ, კოლეგებო, მეტი ოპტიმიზმით მოვეკიდოთ სახელმწიფოს მომავალს და მის ხვალინდელ დღეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში,"მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლა შეაფასა 

კომენტარები