თეა წულუკიანი

წულუკიანი: ვანოა თუ ჰიტლერია, პატიმარი პატიმარია, მისი მოტყუება არ არის კაცური საქციელი

რატომ ეძახით ადეიშვილს ჭკვიანს და ვანოს სულელს, იმიტომ რომ ქვეყნიდან ვერ გაიქცა და დაჯდა. აბა აუხსენით მატროსოვის ციხეზე, კვირა ერთია და რომ დადიხართ ვიზიტებად და იარეთ, იმიტომ რომ პატიმრისთვის ყველა ვიზიტი მნიშვნელოვანია, მაგრამ აუხსენით ამ კაცს, რომ თქვენ არ ხართ მის წინაშე პირნათელი. ვანოა თუ ჰიტლერია, პატიმარი პატიმარია, ქალბატონო თინა. მისი მოტყუება არ არის კაცური, ადამიანური და მორალური საქციელი. 

ბატონი ოთარი ვანოს ატყუებდა, გიცავო. ბატონი გიგა, კვირიკაშვილის მთავრობას რო ამტკიცებდნენ, ქანდარაზე შემომჯდარი ქუთაისის პარლამენტში, მეუბნებოდა, ვანო იულია ტიმოშენკოაო და სტრასბურგი გაგაშვებინებს, იმიტომ რომ დავა წააგეო. ბატონ გიგას ვეუბნებოდი, ნუ ატყუებთ პატიმარს, არ არის ვანო იულია და მას არ გაათავისუფლებს სტრასბურგი მეთქი. სად არის ვანო, გამოვიდა ვანო? თუ გამოვიდა და გამომეპარა. ნუ ატყუებ პატიმრებს, ვინც არ უნდა იყოს ის. ამასობაში ბატონი ოთარი ვანოს დაცვაში ითხოვდა ფულს. ვერც ის გაიგო, პოლიტიკოსია, ადვოკატია, ნაცია, ევრონაცია, ვერ გაიგო ვერაფერი, მაგრამ გირვანქა სტერლინგეში ითხოვდა ფულს ხაზინიდან. ამ ნაწილში რო დავამარცხე, ამას რატო არ მითვლის წარმატებად. ა, იმიტომ, რომ ეს მისი მარცხია.

თქვა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები