საქართველოს პარლამენტი

ბოკერია: წულუკიანის პერსონალური ტრაგედიაა, ასეთი სიძულვილით რომ არის სავსე

ქალბატონი თეა წულუკიანი არის განსახიერება ივანიშვილის გუნდის, აი გულის გული არის. ადამიანები, რომლებმაც აირჩიეს, რომ საკუთარ ქვეყანას ემსახურებოდნენ, მოქალაქეების ინტერესები უნდა დაიცვან და დღემდე, ხელისუფლებაში მოსვლის მეშვიდე წელს, არსებობენ და საზრდოობენ სიძულვილით ოპონენტების წინააღმდეგ. დღეს რომ გამოდიოდა, 2013 წლის გამოსვლას გადავხედე და მაშინაც არაადეკვატური იყო, მაშინ როცა ხალხმა ნდობა მოგანიჭა, იკვებებოდე სიძულვილით, თან უტიფარი ტყუილებით, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ, მთავარი სიძულვილია. მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლის მერე მხოლოდ ეს გაძლევს ენთუზიაზმს, დარბაზი ქართული ოცნების მხარეს გამოცოცხლდა, აქამდე ტრაგიკული სახეებით ისხდნენ. ეს უხარიათ. იმიტომ უხარიათ, რომ სხვა გასახარი ამ ხალხს არ აქვს. ეს არის ძალიან მძიმე სურათი ქვეყნისთვის. არ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს ხალხი, რომელიც საზრდოობს მხოლოდ ოპონენტების სიძულვილით თან ასეთი საოცარი ფორმით, რასაც ქალბატონი თეა წულუკიანი აკეთებს. დანარჩენი ეს მისი პერსონალური ტრაგედიაა, ასეთი სიძულვილით რომ არის სავსე. მაგრამ ქვეყნის უბედურებაა, რომ ეს ხალხი დღემდე ხელისუფლებაშია და ამიტომ უნდა დავასრულოთ ეს მშვიდობიანად და არჩევნების გზით.  

ასე აფასებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გამოსვლას პარლამენტში.

კომენტარები